მთავარიUncategorizedწინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს სტატუსი - ჟოზვიაკი

წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს სტატუსი – ჟოზვიაკი

Published on

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკის თქმით, წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში დაიწყოს მოლაპარაკებები EU-ში გაწევრიანების შესახებ.

როგორც ჟოზვიაკი აღნიშნავს, ევროკომისია შუალედურ მოხსენებას მაისში, საბოლო გადაწყვეტილებას კი ოქტომბერში გამოაცხადებს.

“ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ. გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში, ასე რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის”, – წერს ჟოზვიაკი.

European Commission set to come with update on EU accession statuses for #Ukraine, #Moldova & #Georgia in May. proper enlargement report expected in Oct. so 6 months to go but working assumption right now: recommendation to start accession talks with 🇺🇦🇲🇩 & cand status for 🇬🇪

— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 3, 2023

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...