როცა ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პარტიის აქციას, ეს თავისთავად მიუღებელია – კობახიძე კრამონზე

0
160

ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება, უბრალოდ, არ არის სწორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 1 აპრილს კანცელარიასთან 21 წლის დაკავებული აქტივისტის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.

წინა სტატიავლადლენ ტატარსკი, სანქტ-პეტერბურგში, ე.წ. თოჯინა ბომბით ააფეთქეს
შემდეგი სტატიამედია: ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1997 წელს დაბადებული გოგო დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური