მიზანი ნათელია, ევროპული მომავალი, ხელისუფლებამ დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება – ზურაბიშვილი

0
177

“თქვენ წინაშე გამოსვლისთვის სწორედ ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე. რამეთუ საქართველო დღესაც გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია – ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ კი დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენ მიერვე ჩაწერილი მუხლი, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

წინა სტატიავემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, აქტიური ქმედებისთვის, ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად – ზელენსკი
შემდეგი სტატიარატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? რუსეთი არ უნდათ, უნდათ ევროპა – ზურაბიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური