მთავარიUncategorized"საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად" - კერი...

“საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად” – კერი კენედი

Published on

რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის პრეზიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი კერი კენედი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას კიდევ ერთხელ ავრცელებს.

“მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო – საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მისი სიცოცხლის დასაცავად”,- წერს კერი კენედი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერი კენედი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მან განცხადება გაავრცელა 23 იანვარს, რომელშიც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე სრული პასუხისმგებლობა “ოცნების” ხელისუფლებას ეკისრება.

I remain profoundly concerned about Georgia’s ex-President Mikheil Saakashvili and his worsening health – the Georgian government MUST take action now to protect his life. My full statement: https://t.co/5DvtWCMA52

— Kerry Kennedy (@KerryKennedyRFK) March 28, 2023

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...