მთავარიUncategorized"როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა და დადებს დასკვნას, მაშინვე საქმე წავა...

“როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა და დადებს დასკვნას, მაშინვე საქმე წავა სტრასბურგში” – გიული ალასანია

Published on

მიხეილ სააკაშვილი დედა, გიული ალასანია, რომელიც დღეს კლინიკა “ვივამედში” იმყოფებოდა ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია პენიტენციური სამსახურის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომ მესამე პრეზიდენტი არ ჭამს, მაგრამ წონაში იმატებს.

მესამე პრეზიდენტის დედამ პოლონელი ექიმების ვიზიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ექიმები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დიდი ხანია მზად არიან, მაგრამ სხვა დეტალები, რატომ არ უშვებენ მათ დაპატიმრებული პრეზიდენტის სანახავად, მისთვის უცნობია.

“იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს. ეს როგორ ხდება?! მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობს, არანაირი ძალა აღარ აქვს საერთოდ. ყოველ წუთში შემოდის ექთანი, რაღაც ტაბლეტებს აძლევს და არასოდეს გამიგია, რომ რამეზე უარი ეთქვას. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს ჩემი ინიციატივით არ ყოფილა. ვიცი, რომ ისინი მზად არიან, აქვთ გამზადებული სპეცრეისი, შესაბამისი აღჭურვილობით, რომ საჭირო ანალიზები ჩატარდეს.

როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა, ეს ადამიანები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან და კარგად იციან პაციენტის მდგომარეობა როგორც კი ესენი შემოვლენ და დადებენ თავიანთ დასკვნას, მაშინვე წავა სტრასბურგში”,- ამბობს გიული ალასანია.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ ამ კვირის ბოლოს, ან მაქსიმუმ შემდეგი კვირის დასაქყისში ომბუდსმენის კონსილიუმის 6-კაციანი ჯგუფი აპირებს, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.

პარალელურად, პენიტენციურ სამსახურში კვლავ ამბობენ,

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...