მთავარიUncategorized2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

Published on

2 აპრილს, თბილისში, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება – უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) დაიწყება.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მოძრაობების, საზოგადოების თავდაუზოგავი შრომის და არაერთი ბრძოლის მიუხედავად, ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება.

“მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად და საჯაროდ არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში. სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და ჰგონიათ, დაშინებით და ტერორით გატეხენ იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ. ქალებზე ხშირი ძალადობის შემთხვევების გამოძიების და პრევენციის ნაცვლად, უნდობლობას უცხადებენ ქალებს და მზად არიან ყველაფრის ფასად დაიცვან ძალაუფლების მხარეს მყოფი მჩაგვრელები.ძალადობის მამხილებელ ქალთა მიმართ სისტემის ამგვარი პასუხი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა სამართლიან წინააღმდეგობას მსგავსი პასუხი ელის.

მტრული და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის მიუხედავად,

─ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი!

─ ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრას!

─ ჩვენ მარტო არ დავტოვებთ არცერთ ქალს ძალადობის და ტერორის წინაშე!” – წერენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – შემოგვიერთდით მასობრივ სოლიდარობის მსვლელობაში.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...