გენერალი სირსკი: ბახმუტთან “ვაგნერის” გამოფიტვას მალე საჩვენოდ გამოვიყენებთ

0
257

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი გენერალი ოლექსანდრ სირსკი 23 მარტისთვის ბახმუტთან არსებულ მდგომარეობას აფასებს და ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს:

“ბახმუტთან რუსული შეტევების ძირითადი მამოძრავებელი ძალა კერძო სამხედრო ჯგუფი “ვაგნერია”. ისინი არაფერს ზოგავენ, რათა წარმატებას მიაღწიონ, ამატებენ ახალ ძალებს, მაგრამ წარმატებული ჯერ მხოლოდ მათი გამოფიტვის პროცესია. და ჩვენ ძალიან მალე საჩვენოდ გამოვიყენებთ ამ გამოფიტვას, როგორც ეს გავაკეთეთ კიევთან, ხარკოვთან, კუპიანსკთან და ბალაკლეასთან”, – ამბობს გენერალი. 

შეგახსენებთ, გუშინ, 22 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა და მოწინავე პოზიციებზე უკრაინის მცველები, ასევე დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა. მან გამორჩეული მებრძოლები დააჯილდოვა. 

წინა სტატიამედვედევი “ბირთვული აპოკალიფსის” მოახლოებით იმუქრება
შემდეგი სტატიაარაა გამორიცხული, დღესვე გადაიყვანონ სააკაშვილი, ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება სჭირდება – ხაჭაპურიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური