სააკაშვილის ოჯახიდან სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა არ დასრულებულა

0
192

როდის მიმართავს სააკაშვილის ოჯახი სტრასბურგს – ირკვევა, რომ სარჩელზე მუშაობა ამ დრომდე დასრულებული არ არის. რა ეტაპზეა პროცესი და რა წერია დოკუმენტში, ეს ზუსტად არც სააკაშვილის ოჯახმა იცის.

გიული ალასანიას თქმით, პროცესს, შესაძლოა, პოლონელი ექიმების ჩამოსვლა აჭიანურებდეს. ექსპრეზიდენტის დედას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

“ჩემი შვილის გადასაწყვეტიც არის, ერთად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. მე, პირადად, ძალიან მეჩქარება. შეიძლება ის აჭიანურებს, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლაც უნდათ ალბათ რომ მოხდეს, რომ მათაც დადონ თავისი დასკვნა.

მე დიდი ხანია ამას გავაკეთებდი. გამამართლებელი განაჩენი ლოგიკურად უნდა დადგეს, როცა ადამიანს 47 დიაგნოზი აქვს და არის ასეთ მდგომარეობაში, ყოველ წუთში წონას კარგავს,“ – ამბობს გიული ალასანია.

წინა სტატიაTV “პირველის” ჟურნალისტზე თავდამსხმელი დაკავებულია
შემდეგი სტატიაპრემიერმა ეკონომიკური საბჭოს სხდომა ჩაატარა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური