მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერმა ეკონომიკური საბჭოს სხდომა ჩაატარა

პრემიერმა ეკონომიკური საბჭოს სხდომა ჩაატარა

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს. აგრეთვე განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე განიხილეს ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა 2023-2028, რომლის შესახებაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ითქვა, რომ უკვე შერჩეულია ის 10 ტურისტული ლოკაცია, რომლის რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება. ხაზი გაესვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის  კურორტების განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად,  საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა და ამ თვის მაჩვენებელმა 8.4% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ასევე ფიქსირდება ინფლაციის დონის შემცირება, რაც პანდემიის შემდგომ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს.

ყურადღება დაეთმო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.1%-ით გაიზარდა და 2 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.

სიახლეები

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...