მთავარისიახლეებიდემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს 500 000 ფუნტით დაეხმარება

დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს 500 000 ფუნტით დაეხმარება

Published on

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრის ფონზე საქართველოს და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 500 000 ფუნტ სტერლინგს. ეს თანხა მოხმარდება 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო გარემო შექმნას, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევისგან.

ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც საქართველოს და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ. გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ერთად რამდენიმე საკითხს განიხილავს. დაგეგმილია აუდიენცია პრემიერ ღარიბაშვილთანაც.

“გაერთიანებული სამეფო არ იდგება უმოქმედოდ, სანამ მოსკოვი უხეშად ძირს უთხრის მათ [მოლდოვას, საქართველოს] დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ მათი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან”, – განაცხადა კლევერლიმ.

ჯეიმს კლევერლი ჩავა საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...