მთავარისიახლეები20 ივნისს პოლიციისგან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტს პროტესტი იყო მშვიდობიანი...

20 ივნისს პოლიციისგან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტს პროტესტი იყო მშვიდობიანი – გახარია

Published on

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში 2019 წლის 20 ივნისსა და 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.

გახარიას შეფასებით, ამ ორ პროტესტს შორის უდიდესი განსხვავებაა, რადგან მისი თქმით, 20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი.

ჟურნალისტი: როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, თქვენმა პარტიამ მოიწვია რუსი დეპუტატი პარლამენტში სასაუბროდ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა საქართველოში ქართული საზოგადოების ანტი-რუსული განწყობები. ამ ვიზიტმა გამოიწვია მასობრივი პროტესტი და პოლიციამ რეაგირება მოახდინა გაცილებით უფრო ძალადობრივად, ვიდრე გასულ კვირას. ზოგიერთმა მომიტინგემ მხედველობაც დაკარგა. რით განსხვავდებოდა თქვენი მაშინდელი ქცევა ამჟამინდელი ხელისუფლებისგან, რომელსაც ახლა აკრიტიკებთ.

გახარია: უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას და სხვათაშორის პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი. მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შედარდება ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციის და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...