მთავარისიახლეებისაზოგადოებასანქციებს საქართველოს ვერავინ დააკისრებს იმის გამო, რომ სააკაშვილი არ ჭამს - მდინარაძე

სანქციებს საქართველოს ვერავინ დააკისრებს იმის გამო, რომ სააკაშვილი არ ჭამს – მდინარაძე

Published on

“ქართული ოცნების”ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სანქციას საქართველოს ვერ დააკისრებს ვერავინ იმის გამო, რომ მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი საჭმელს არ ჭამს. ის აცხადებს, რომ “არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი”.

მდინარაძის თქმით, მუქარები და განცხადებები მიხეილ სააკაშვილის გამო სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.

“საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, ასეთი ჩანაწერი, თქვენც კარგად იცით, რომ ქართულ კანონმდებლობაში არ მოიძებნება, ეს ერთი, და რომც მოიძებნებოდეს ასეთის საფუძველი არ არის. მხოლოდ ერთი შეგვიძლია დავამატოთ, წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის, იმ ბნელი წარსულის სისტემის, მწამებელი სისტემის კუჭზე გადიოდეს საქართველოს მომავალი, ამის დალაგება გინდათ თქვენ და ამ ნარატივს არავინ დაგალაგებინებთ ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ყველას ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს”, – თქვა მდინარაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეუძლია მეტი შეჭამოს და ამით პრობლემა აღმოიფხვრება.

ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტში კონფერენცია გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგნიტსკის აქტის მთავარი ავტორმა, ბილ ბროუდერმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...