მთავარისიახლეებისაზოგადოებამიუხედავად იმისა, რომ აგენტების კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი...

მიუხედავად იმისა, რომ აგენტების კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა- სვენ მიქსერი

Published on

ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის.

როგორც მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ აღნიშნული კანონპროექტის მიღების მცდელობა მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია საქართველოში.

„ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა – სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა“,- განაცხადა სვენ მიქსერმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...