მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის ევროპარლამენტის კორუფციულ პრობლემაზე მეტყველებს - კობახიძე

სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის ევროპარლამენტის კორუფციულ პრობლემაზე მეტყველებს – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიება, იმ “კორუფციულ პრობლემებზე მეტყველებს, რომელიც ევროპარლამენტში არსებობს”.

“ჩვენთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, უკიდურესად მიუღებელია, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც მისჯილი აქვს სასჯელი კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. ეს არის უმძიმესი დანაშაულები და მისი მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის, მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც დღეს სამწუხაროდ წარმოდგენილია ევროპარლამენტში, მე იმედი მაქვს ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 14 მარტს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. “პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მტზა, გორინოვი და სააკაშვილი” – ასე ჰქვია დებატებს, რომლის ინიციატორები ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და პეტრას აუსტრევიჩუსი არიან.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...