მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის პიკეტირება მოთხოვნების შესრულებამდე - ერთსაათიანი ულტიმატუმი ამოიწურა

პარლამენტის პიკეტირება მოთხოვნების შესრულებამდე – ერთსაათიანი ულტიმატუმი ამოიწურა

Published on

ხელისუფლებისადმი წაყენებული ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ხელისუფლებამ ორი მოთხოვნა: რუსული კანონის გაწვევა და დაკავებულთა გათავისუფლება არ სეასრულა, რის შემდეგაც აქციაზე საინიციატივო ჯგუფის ახალი გეგმა დაანონსდა. 

გეგმის თანახმად, პარლამენტის შესასვლელებთან მშვიდობიანი პიკეტირება იწყება. 

გეგმა დემონსტრანტებს გიორგი ვაშაძემ გააცნო. 

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ალყაში დღეს მოაქცევენ და აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელებთან განლაგდებიან. უკვე ხვალ კი, როცა დეპუტატები სესიაზე შეიკრიბებიან, ვაშაძემ პარლამენტის პიკეტირება დააანონსა: “მშვიდობიანი პიკეტირება, მანამ სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ”.

მან პოლიციას მოუწოდა, არ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს. 

ნახეთ კადრები: მაშხალები რუსთაველის გამზირზე- ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...