მთავარისიახლეებიპოლიტიკა"იქნევდნენ მუშტებს, ფეხებს, მაგრამ არც ჩვენ დავაკელით..." - ანა წითლიძე ჩხუბის დეტალებს...

“იქნევდნენ მუშტებს, ფეხებს, მაგრამ არც ჩვენ დავაკელით…” – ანა წითლიძე ჩხუბის დეტალებს იხსენებს

Published on

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში  წერს, რომ ოთახში, სადაც კამერები არ არის, მამუკა მდინარაძე და “ოცნების” სხვა დეპუტატები ოპოზიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“თავდაპირველად იყო მდინარაძე, რომელმაც საქმის გარჩევა დაგვიწყო მე და გიორგი ვაშაძეს, მოსაწევ ოტახში ვიყავით, სადაც კამერები არ არის. მერე გაჩნდა დაახლოები 20 კაცი, მახსოვს, კაჭარავა იყო, დანარჩენებს კიდევ აღვიდგენ გონებაში.

გადარჩენაზე ვიყავით, რადგან იქნევდნენ ფეხებს, მუშტებს, არც ჩვენ დაგვიკლია არაფერი და მერე უკვე მდინარაძე სათვალეს ეძებდა – დიახ, ახლა ის დროა, როცა ამათ ფიზიკურადაც უნდა დავუპირისპირდეთ.

ირაკლი ზარქუაც იყო მათ შორის, მაგრამ მე მგონი, ის იყო ერთადერთი, ვინც გვაშველებდა. მერე მანდატურები მოვიდნენ და ალბათ, ისინიც იტყვიან, რომელი დეპუტატები იყვნენ…”, – ამბობს ანა წითლიძე. 

შეგახსენებთ, პარლამენტის უკანა შესასვლელიდან ხალხმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა – დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია, ხალხის რაოდენობა მატულობს, აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. 

სიახლეები

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...