მთავარისიახლეებიმსოფლიოკადიროვის თითზე უცნაური სამედიცინო მოწყობილობა აღმოაჩინეს

კადიროვის თითზე უცნაური სამედიცინო მოწყობილობა აღმოაჩინეს

Published on

რამზან კადიროვის თითზე უცნაური სამედიცინო მოწყობილობა კარგად ჩანს ვიდეოზე, სადაც ის ე.წ. დნრ-ელ კოლაბორაციონისტ პუშილინს ხვდება – ეს უკანასკნელი ჩეჩნეთში ვიზიტით ჩავიდა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პულსისა და სატურაციის კონტროლისთვის გამიზნული მინი-მონიტორია. პულსოქსიმეტრი სმარტფონს უერთდება და მითითებული პარამეტრების ცვლილების დროს ხმოვან სიგნალს გამოსცემს. კონტროლი განსაკუთრებული ინტენსივობით საჭიროა ძილის დროს.

ფაქტია, რომ თუ ჩეჩნეთის “ხალხის მამასს” უწევს, მუდმივად ატაროს ეს მოწყობილობა, მაშინ არცთუ უსაფუძვლო ყოფილა მოარული ხმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
–
ნახეთ ვიდეო ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე:

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...