მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდოკუმენტური ფილმი უკრაინაში მიმდინარე ომზე “გაუტეხელნი” – ავტორის მიმართვა

დოკუმენტური ფილმი უკრაინაში მიმდინარე ომზე “გაუტეხელნი” – ავტორის მიმართვა

Published on

ირაკლი ჩხვირკიას ფილმ ფილმ “გაუტეხელნის” პრემიერა “მთავარ არხზე” 4 მარტს შედგა – დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს იმ ომზე, რომელიც რუსეთმა თავს მოახვია გაუტეხელ უკრაინელ ხალხს, აღწერს რეალური ომის პირობებში რეალური ადამიანების ცხოვრებას.

ფილმში ნახავთ პირველ კადრებს 2022 წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში დეოკუპირებული უკრაინული ქალაქებიდან, გახდებით იმ ემოციის თანაზიარი, რაც იმ დროს რიგითი უკრაინელებისა და უკრაინის მცველების სახეებზე იყო აღბეჭდილი.

ფილმმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ამასთან დაკავშირებით, ფილმის ავტორი და რეჟისორი ირაკლი ჩხვირკია მიმართვას ავრცელებს:

“გამარჯობა, მე ირაკლი ჩხვირკია ვარ, ფილმ “გაუტეხელნის” რეჟისორი. უკრაინაში 2022 წლის 13 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე ვიმყოფებოდი, რათა ფილმი გადამეღო. ჩემი მთავარი ამოცანა იყო მეჩვენებინა მსოფლიოსთვის უკრაინაში მიმდინარე რეალური მოვლენები:

* როგორ შეიცვალა უკრაინელების ცხოვრება 24 თებერვლის შემდეგ;

* როგორ ცხოვრობენ უბრალო ადამიანები;

* როგორ ცხოვრობს ხალხი რეალური დროის რეალურ ომში;

* როგორც იმარჯვებენ ისინი სიტუაციაში, რომელიც მათ თავს დაატყდათ;

* მეჩვენებინა ქალაქები და შენობები, უფრო სწორად ის, რაც მათგან დარჩა რუსული არმიის შემოჭრის შემდეგ. ეს ფილმი ტელეფონითაა გადაღებული.

პატივისცემით, ირაკლი ჩხვირკია.”

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...