მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა ბრიტანეთისგან 14-ის ნაცვლად 28 Challenger-2-ის ტიპის ტანკს მიიღებს

უკრაინა ბრიტანეთისგან 14-ის ნაცვლად 28 Challenger-2-ის ტიპის ტანკს მიიღებს

Published on

ბრიტანეთი უკრაინას 14-ის ნაცვლად 28 Challenger-2-ის ტიპის ტანკს გადასცემს.

აღნიშნული ტანკის ჯავშანი ერთ-ერთ ყველაზე დაცულად ითვლება მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ტანკების ჯავშნებს შორის – ერაყშიბ 2003 წელს მისი დაზიანების არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული.

2003 წელს ერაყში მიმდინარე ომის დროს არც ერთი შემთხვევა, ვიმეორებ, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როდესაც ქუჩის მიმდინარე ბრძოლებში ტანკის ჯავშანი მტრის მიერ გასროლილ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარას, ან მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას გაეტანა რასაც შედეგად ტანკის განადგურება და ეკიპაჟის დაღუპვა უნდა მოჰყოლოდა.

განვიხილოთ ტანკის დაზიანების 4 შემთხვევა:

2003 წელს ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ერთ-ერთი CHALLEGNER-2-ის ჯავშანი გახვრიტა გზაზე დამონტაჟებელმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ( IED)/ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმა , რის შედეგადაც მძღოლ-მექანიკოსი დაიჭრა, თუმცა მისი მიყვანა სარემონტო ბაზამდე მაინც მოახერხეს და ტანკი აღადგინეს- ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა.

2003 წელს ერაყში, ქალაქი ბასრას ერთ-ერთ ქუჩაზე ადგილობრივები ჩაუსაფრდნენ CHALLENGER 2-ს – მისი მიმართულებით გაისროლეს 14 RPG- ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარიდან და 1 Milan-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტიდან. აფეთქებების შედეგად ტანკის სამიზნე დაზიანდა, თუმცა მისი სარემონტო ბაზამდე მიყვანა მოხერხდა და 6 საათში მწყობრში ჩააყენეს, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებათა ზონას დაუბრუნდა.

2003 წელს ქალაქ ბასრაში ერთ-ერთი ჩასაფრების დროს RPG-7-ის 70 ყუმბარის მოხვედრას გაუძლო CHALLENGER-2-მა- ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა. უცნობია ტანკის ბედი- შეაკეთეს თუ არა, თუმცა მისი სარემონტო ბაზამდე მიყვანა მოხერხდა-დაექვემდებარა თუ არა შეკეთებას უცნობია.

2006 წელს ერაყში, RPG-29-ის ტანდემურ-კუმულატიური 105მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა CHALLENGER-2-ის კორპუსის ქვედა მხარეს იმ დროს მოარტყეს როდესაც ტანკი ფერდობზე გადადიოდა, ჯავშანი გაიხვრიტა, რის შემდეგაც მძღოლ-მექანიკოსმა ფეხის თითები დაკარგა, ეკიპაჟის ორმა წევრმა კი მცირე სახის დაზიანება ( კონტუზია) მიიღო. აღსანიშნავია, რომ სანამ ტანკის ჯავშანი გაიხვრიტებოდა, მანამდე მან 15 RPG-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის მოხვედრას გაუძლო.

სრულად კომპიუტერიზებული ცეცხლის მართვის სისტემისა და უზუსტესი 120 მმ-იანი ქვემეხის წყალობით ბრიტანული CHALLENGER-2-ს მოძრავ მდგომარეობაში ფეხბურთის ბურთის ზომის სამიზნის განადგურება 3.5 კმ მანძილზე შეუძლია.

CHALLENGER -2-ის ტექნიკური მახასიათებლები-

წონა-68-75 ტონა- დინამიური დაცვის კომპლექტების დამატების შედეგად ტანკის წონა იზრდება.

ეკიპაჟი- 4 ადამიანი ( მეთაური, მსროლელი, დამტენი, მძღოლ-მექანიკოსი)

კალიბრი-120მმ

სწრაფსროლა- 15 წამში 3 გასროლა

ჭურვების მარაგი-47 ( მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი აქვს ჭურვების თანამედროვე ტანკებში)

ტანკი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებით – თერმული და ღამის ხედვის სამიზნეებით + 360 გრადუსიანი პანორამული ხედვის კამერებით

ამ დროისთვის ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში 227 CHALLENGER -2 აქტიურ გამოყნებაშია, ხოლო დამატებით 159 კი რეზერვში აქვთ- სწორედ ამ მარაგებიდან უნდა მოხდეს უკრაინისთვის ზემოხსენებული ტანკების მიწოდება თუ ბრიტანეთის მთავრობა გადაწყვეტს მათ გადაცემას უკრაინის არმიისთვის.

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...