საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგინიდან მიმართვას ავრცელებენ. ხელმომწერები მოუწოდებენ სამეგრელო ზემო-სვანეთიდან საქართველოს პარლამენტის წევრებს, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონს,ასევე მოუწოდებენ სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს,საკრებულოს წევრებს, თანამდებობის პირებს ხმა აიმაღლონ რუსული, ანტიქართული,
ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ.
” რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. რუსული კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რაც პირველ რიგში დააზარალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, უმცირესობებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ადამიანებს. სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს ყოფით პრობლემებთან გამკლავების საშუალებას. ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა
ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა. იდენტურმა კანონმა რუსეთში მოკლა თავისუფალი და კრიტიკული აზრი, დაასამარა დემოკრატია, რომელმაც თავის მხრივ გააძლიერა პუტინის ავტორიტარული რეჟიმი.
ქართული საზოგადოების მისწრაფება ყოველთვის იყო და არის დასავლური ფასეულობები, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რუსული კანონი კი ამ ყველაფერთან შეუთავსებელია.
არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”- წერია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ:
ზუგდიდი:
ასოციაცია “ათინათი” – რუსუდან ყალიჩავა
რადიო “ათინათი” – გია ხასია
“ნეოგენი” – ცირა კაკუბავა
ასოციაცია “ილი” – სალომე გარდავა
“დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი” – ლია როგავა
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” – ირაკლი ქოჩუა
ასოციაცია “მერკური” – ნანა თოდუა
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი – ნინო ჯანაშია
მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის – სალომე ადამია
ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის – ქრისტინე კილანავა
“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” ზუგდიდის ოფისი – ეკა მინჯორაია
ქალთა ასოციაცია გვირილა – ეთერ ალმასია
შშმ პირთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია “ჰანგი” – რუსლან საჯაია
შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი – სოფიო ჩახაია
რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი” – ხათუნა ბეჭვაია
სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმა” – თენგიზ ჯგუშია
ასოციაცია “სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” – მაია მიქავა
იგპ ქალთა ორგანიზაცია “თანხმობა” – მაია ჩემია
ასოციაცია “დეა” – მადონა ხარებავა
სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი – ციცინო შენგელია
ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის – ედუარდ ფარცვანია
ასოციაცია ,,გზამკვლევი” – ირმა ნოდია
ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი – მზისადარ ფიფია
ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი – ნათია ცირამუა
Skany Solutions – ვასილ ძნელაძე
FAO – ნინო გელაშვილი
ა(ა)იპ “ხელები მშვიდობისთვის” – მაკო ჭკადუა
ტელე-რადიო კომპანია “ოდიში” – ნანა ქობალია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (Isfed) – რეგიონული ხელმძღვანელი დავით ლოგუა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობა – არჩილ თოდუა
ლაშა კიუტი – სამოქალაქო აქტივისტი
ანა აბულაძე – სამოქალაქო აქტივისტი
ირაკლი ტაბაღუა – სამოქალაქო აქტივისტი
ფოთი:
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი – ელისო ჯანაშია
მარტვილი:
მარტვილის მარანი – ზაზა გაგუა
ონისე ჯანაშია – ჟურნალისტი
მესტია:
“ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია” – დავით ნავერიანი
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – ირმა ჯაფარიძე
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ორგანიზაცია (LAG) – დავით ნიჟარაძე
“LAG” – ვიკა ფილფანი
მიმოზა ჭკადუა – “სამოქალაქო აქტივისტი”
ჩხოროწყუ:
მარანი ობენე – ანა კვარაცხელია
საინიციატივო ჯგუფი ,,თანასწორი” – მელორ ცქვიტაია
გიორგი ჯიქია – “სამოქალაქო აქტივისტი”
წალენჯიხა:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი – მაია ჭანტურია
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD ) წალენჯიხის ოფისი – თამარ კვარაცხელია
ხობი:
თოლისკური – გვანცა კიკალეიშვილი
ცაბუნია ვართაგავა – სამოქალაქო აქტივისტი
სენაკი:
საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი – დიმა ქარჩავა