მთავარისიახლეები"ცუდადაა, საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება" გიული ალასანია...

“ცუდადაა, საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება” გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ინფორმაციას “ვივამედიდან” გამოსული გიული ალასანია ავრცელებს.

“ცუდად, ცუდად არის. საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება. იმიტომ კი არა, რომ სპეციალურად, უბრალოდ არ შეუძლია. მას აქვს გულის რევა, აქვს უამრავი პრობლემა, რის გამოც ვერ ღეჭავს. მოწამვლა არის. წინა დღეებში 38-ს გადაცილებული იყო ტემპერატურა. ტემპერატურაც და წონაც მუდმივი პრობლემაა”,- ამბობს გიული ალასანია.

დაადგენს თუ არა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი დარღვევას მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხი სამსახურმა უნდა გასცეს და წარმოადგინოს შეფასება. საუბარია პენიტენციური სამსახურის ქმედებაზე, რომელმაც პაციენტის კადრები მასთან და ადვოკატებთან შეთანხმების გარეშე გაავრცელა.

ლელა ჯანაშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერები გავრცელდა ორჯერ – დეკემბერსა და თებერვალში. ორივე შემთხვევაზე დაიწყო შესწავლა. წარმოება 17 თებერვალს ერთ წარმოებად გაერთიანდა და შემოწმების დასრულების ვადა 14 მარტია. მისი თქმით, ყველა მოქმედება საქმეზე უკვე ჩატარებულია, ამჟამად მიმდინარეობს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...