რა ხდება ბახმუტის მიმართულებაზე – ოპერატიული ვითარება 1 მარტისთვის

0
214
უკერანის არმიის სახმელეთო ძალების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის ბახმუტში ვიზიტის შემდგომ გადაწყდა რომ ბახმუტისათვის ბრძოლა გაგრძელდება, რადგან პირველ რიგში მას გააჩნია უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.
გენშტაბის გადაწყვეტილებით ბახმუტის ფრონტის მიმართულებაზე მიმდინარეობს დამატებითი ოპერატიული რეზერვების გადასროლა, რაც შესაძლოა აიხსნას შემდეგი გარემოებით:
1)არსებული რთული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე ქალაქ ბახმუტში მყოფი უკრაინის სამხედრო ნაწილების ორგანიზებულად უკან დახევის უზრუნველყოფა და დაზღვევა გაცილებით დიდ მსხვერპლი მოჰყვება ვიდრე მისი დაცვა არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საოკუპაციო ძალები ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით ბერხივკა იაგოდნეს მონაკვეთზე სოლისებურად შეიჭრა უკრაინის თავდაცვის ხაზში და ახდენენ ეტაპობრივად პლაცდარმის არეალის გაფართოებას და დასახლება ხრომოვესთან გასვლას, რის შემთხვევაშიც ბახმუტის ჩრდილოდასავლეთიდან შეეცდებიან მომარაგების გზა გადაკეტონ და ალყაში მოაქციონ ქალაქი ბახმუტი…
2)დამატებით ოპერატიული რეზერვების გადასროლა შესაძლოა განპირობებული იყოს იმით რომ თუ ქალაქ ბახმუტის დაცვა შეუძლებელი გახდება ამ შემთხვევაში დააზღვიონ უკრაინული სამხედრო დანაყოფების ორგანიზებულად უკან დახევა და ჩასოვი იართან თავდაცვის ხაზის მოაწყონ…
3) უკრაინის არმიას აქვს კარგად შემუშავებული სათადარიგო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურად რუსული საოკუპაციო ძალების(ძირითადად ვაგნერისა და შერეული რუსული სადესანტო ძალები) მიზიდვას ბახმუტის ფრონტის მიმართულებაზე და კონტრდარტყმებით (მობილური და მანევრული თავდაცვის სტრატეგიუს ფარგლებში) მათ ეტაპობრივად გამოფიტვას.
მოსაზრება, რომ თითქოს ბახმუტი არ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დასახლება არის მცდარი, რადგან სხვა მიმართულებაზე მოახდენდნენ რუსული საოკუპაციო ძალები კონცენტრაციასნარიას და შეეცდებოდნენ სხვა მიმართულებაზე დონეცკის სიღრმეში შეჭრას.ხერსონიდან უკანდახევის შემდგომ შესაძლოა ითქვას სწორედ ქლაქი ბახმუტი იქცა რუსული საოკუპაციო ძალების შებოჭვის ძირითად მიმართულებად, გამომდინარე აქედან ქალაქ ბახმუტის დაცვით ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანები დონეცკის ფრონტის მიმართულებაზე უმეტესწილად შესრულებულია რადგან მტერს არ მიეცა შესაძლებლობა დონეცკის სიღრმეში შეჭრილიყო ბოლო თვეების განმავლობაში…
გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს თითოეული მონაკვეთისათვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ოკუპანტებმა ბახმუტის 1 მარტის მდგომარეობით ქალაქის აღმოსავლეთ სექტორიდანაც განაახლეს ინტენსიური შტურმები და ცდილობენ მდინარეზე გასვლას და ასევე ბახმუტის სამხრეთიდან(ივანოვსკი) ავითარებენ შეტევას თუმცა ამ მიმართულებაზე წინსვლა არ აქვთ…
არსებული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის არმიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განახორციელოს კონტრდარტყმები ბერხივკა-იაგოდნეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე და რუსული საოკუპაციო ნაწილები შუაზე გახლიჩა სცადონ, რის მეშვეობით შესაძლებელი გახდება მომარაგების გზების გადაკეტვა და საოკუპაციო ძალების ალყაში მოაქცევა, ეს რა თქმა უნდა მოვლენების ოპტიმისტური განვითარების სცენარია, თუმცა ამის განხორციელების მცდელობა გადასროლილი ოპერატიული რეზერევებით შესაძლებელია. 
რუსლან შავაძე
წინა სტატიაპოდოლიაკი რუსეთში დარტყმებს უარყოფს და “ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს” აბრალებს
შემდეგი სტატიაThe New York Sun: დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დრო ეწურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური