მთავარისიახლეებისაზოგადოებადაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციების განცხადება

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას – მედიაორგანიზაციების განცხადება

Published on

მეედიაორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან რუსული კანონის მიღებას პარკამენტში და განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერთა შორის არის ტელე რადიო კომპანია “ოდიში”.განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:;
ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები – დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას.

ვეთანხმები:

თბილისი

netgazeti.ge
პუბლიკა (publika.ge)
ინდიგო
სტუდია მონიტორი
queer.ge
dev.ge
On.ge
Ტაბულა
სამოქალაქო საქართველო – civil.ge
მედიაჩეკერი
პროექტი 64
Chai Khana media
Ufleba.ge
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
მედია ჰოლდინგი კომერსანტი
OC Media
მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
ჯემნიუსი (jam-news.net)
ონლაინ გამოცემა sova.news
რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
“მთის ამბები” – mtisambebi.ge
საქართველოს ამბები – sakartvelosambebi.ge
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
შიდა ქართლი:

ქართლის ამბები (qartli.ge)
გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
TV მედიამონიტორინგი
“ქართული მედია ჯგუფი” – metalab.ge / feminism.ge
დია
NeoTV.ge
ქვემო ქართლი:

სათემო რადიო “მარნეული”
ქალთა სათემო რადიო ww
ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
ნეო ტვ – neotv.ge
მარნეული TV
რადიო ბოლნელი
სამცხე-ჯავახეთი:

სათემო რადიო “ნორი”, ნინოწმინდა, nor.ge
ტელეკომპანია “ბორჯომი”, borjomi.tv
მეცხრე არხი, ახალციხე
სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
მედია სახლი – სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
TOK TV
აჭარა

Batumelebi.ge
TV 25
სამეგრელო:

ტელეკომპანია “მეცხრე ტალღა”, ფოთი
რადიო ათინათი
კოლხეთი 89
ეგრისი TV
რადიო ოდიში
ჰარმონია
TV ოდიში
კახეთი:

კახეთის ხმა, knews.ge
საინფორმაციო სააგენტო “სპექტრი”, გურჯაანი, speqtri.ge
პანკისის სათემო რადიო
თანამგზავრი TV
იმერეთი:

ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი” kutaisipost.ge
რიონი TV
იმერვიზია TV
მეგა TV
TV ზარი
რადიო რიონი
რადიო ზარი
გურია

გურია TV
მცხეთა-მთიანეთი

აგროგარემო TV

სიახლეები

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია...