მთავარისიახლეებისაქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა

Published on

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა – ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ სამი ქულით წააგო ძალიან დაძაბული შეხვედრა ისლანდიის ნაკრებთან (77:80), რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როცა ისლანდიელებმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან, მატჩის დასრულებამდე ორი წამით ადრე სამქულიანი ვერ ცააგდეს, ქართველმა კალათბურთელებმა კი ბურთი მოხსნეს და დროის ამოწურვამდე შეინარჩუნეს – მაკფადენის ბოლო ტყორცნა საკუთარი ნახევრიდან ასევე უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი მისთვის სასარგებლო შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში 25 აგვისტოს დაიწყება, რჩეულ 32 ნაკრებ გუნდს შორის კი საქართველოს ნაკრებიც იქნება. კენჭისყრა ჯერ არ გამართულა, შესაბამისად, უცნობია, რომელ ნაკრებ გუნდებთან ერთად მოუწევს ჯგუფში ასპარეზობა საქართველოს ნაკრებს. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...