მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაუგებარია კიევში ჩასვლაზე მოწვევის მიღების დამალვის მცდელობა - კასიანოვი "ოცნებაზე"

გაუგებარია კიევში ჩასვლაზე მოწვევის მიღების დამალვის მცდელობა – კასიანოვი “ოცნებაზე”

Published on

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ იმედგაცრუებულები არიან არა იმდენად ფაქტით, რომ “ქართულმა ოცნებამ” რადას მიწვევით კიევში ჩასვლაზე უარი თქვა, არამედ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებით მიწვევის უგულებელყოფის მოტივებთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, უკრაინული მხარისთვის ყველაზე გაუგებარი მოწვევის შესახებ ინფორმაციის დამალვის მცდელობაა.

“მაგრამ უკრაინული მხარისთვის ყველაზე გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში და უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში არა მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები არიან წარმოდგენილი. ამის მიუხედავად, ამჟამად უკრაინაში იმყოფება რამდენიმე ქართული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის წევრები მეგობრობის ჯგუფიდან. […] ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ გარკვეული პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებებს საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით”, – თქვა კასიანოვმა.

კასიანოვმა მადლობა გადაუხადა იმ მამაც ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებმაც რუსეთის მხრიდან მუქარებისა და საფრთხეების მიუხედავად, ქმედითი მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა. კიევში უკვე იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “დროას” წევრები.

სიახლეები

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...