მთავარისიახლეებისაზოგადოება“კადრის ფესტივალი” - 26 თებერვალს, ბოტანიკურ ბაღში ფოტომარათონი გაიმართება

“კადრის ფესტივალი” – 26 თებერვალს, ბოტანიკურ ბაღში ფოტომარათონი გაიმართება

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”.
“კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან:

1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში.
2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა.
3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება.
ფოტომარათონის მთავარი პრიზის მფლობელი, დამატებით, მიწვეული იქნება საინფორმაციაო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის“ ვებგვერდების ნიუსრუმში სტაჟირებაზე ფოტოგრაფიის მიმართულებით.

ფოტომარათონზე მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას 20 წლამდე, რომელიც რეგისტრაციას გაივლის 25 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]

„კადრის ფესტივალზე“ მონაწილეობის მსურველთათვის აუცილებელი პირობაა, თან იქონიოთ ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონები.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...