მთავარივიდეომოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს...

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი – რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს

Published on

ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ცნობილია რეზოლუციის შეჯერებული ტექსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის “ჯანმრთელობის გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირების გამო”.

“[ევროპარლამენტი] მიიჩნევს, რომ პატიმრების მიმართ, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, მოპყრობა არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს მთავრობის ერთგულებისა ევროპული ღირებულებების და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გაუშვას ის სათანადო სამედიცინო დახმარების მისაღებად საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით, რაც იქნება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციის ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიცაა, რომელსაც მოუწოდებენ გამოიყენოს შეწყალების კონსტიტუციური უფლება, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებს. შეჯერებულ ტექსტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ნახსენები არაა, თუმცა ამ პუნქტს ევროპარლამენტარები ცალკე შესწორებად უყრიან კენჭს:

“ევროპარლამენტი ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადებას, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, გადაწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა, რათა ქვეყანაში ევროპული რეფორმების წინსვლა პოლიტიკის ცენტრში დააბრუნოს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით”.

ევროპელი დეპუტატები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა “უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გაუწიოს მას ადეკვატური მკურნალობა და პატივი სცეს მის ძირითად უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილი იქნება სერიოზული იქნება ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და კომისიას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფის საქმეში;
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ მუდმივი წარუმატებლობა კვლავაც აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს მის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას; ევროპარლამენტი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილი იქნება სერიოზული იქნება ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის;
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ კლიმატში, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მხოლოდ აძლიერებს განხეთქილებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ;
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე კიდევ უფრო წარმოაჩენს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას;
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურსა და კომისიას, განაგრძონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომების სისტემატური მონიტორინგი, როგორც მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე, ასევე საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით;

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...