მიხეილ სააკაშვილის საკითხი ევროპარლამენტისთვის პრიორიტეტულია – ბოლო ორი თვის განმავლობაში სტრასბურგი უკვე მეორე რეზოლუციას იღებს. ოთხშაბათს ევროდეპუტატები კენჭს უყრიან დოკუმენტს, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადაყვანას უცხოეთში.
ცნობილია ისიც, რომ იმავე დღეს ევროპარლამენტი რეზოლუციის მიღებას კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის, ალექსეი ნავალნის საკითხზეც გეგმავს.
კენჭისყრამდე კი ევროდეპუტატები ახსენებენ “ქართულ ოცნებას”, რომ ქვეყანა, რომელსაც ყავს პოლიტპატიმარი არ უნდა ელოდოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
ჩვენ გვესმის ბევრი არა და არა “ქართული ოცნებისგან”, თუ გსურთ გაიგოთ ჩვენი კი ბევრჯერ უნდა დაფიქრდეთ, სანამ სტატუსს მოითხოვთ – ეს არის ევროპელი დეპუტატების მთავარი პირობა, რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ჰპირდება.