მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ჩვენი ევროპული მომავლისთვის საფრთხის შემცველია" - აქცია მარტვილში

,,მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ჩვენი ევროპული მომავლისთვის საფრთხის შემცველია” – აქცია მარტვილში

Published on

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა მარტვილში. ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალურ მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი, აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ მომავალს ხელი შეუშალოს.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით მარტვილში და ძალიან მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ყველგან ისმოდეს, ისმოდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რეალურად ხედავს, ამ ქვეყანაში არ ხდება და როგორ მავნებლურად ცდილობს ხელისუფლება, ამ ქვეყანაში გააქროს ყველაფერი დემოკრატიული, რაც არსებობს.

ხელისუფლება ასევე ცდილობს, შემდეგ პლანზე გადაიყვანოს ის მთავარი საკითხი, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.

დღეს, მარტვილში შეკრებილები ჩვენთან ერთად აპროტესტებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპილი მომავლისთვის საფრთხის მომტანია.

ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქილიკის საგნად გახადოს. ამიტომ პროტესტის ტალღა ყველა ქალაქს მოიცავს – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...