მთავარისიახლეებისაზოგადოებასაელჩოს ინფორმაციით, ნანგრევებში საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე რჩება

საელჩოს ინფორმაციით, ნანგრევებში საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე რჩება

Published on

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა ამბობს, რომ ამ მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის ადგილას ნანგრევებში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ. როგორც ჯანჯღავამ აღნიშნა, თურქეთში საქართველოს საელჩოში საგანგებო შტაბი შეიქმნა.

“100-ზე მეტი მოქალაქის ადგილსამყოფელი, ვინც დაკარგული იყო, დავადგინეთ, იყო პრობლემატური მოქალაქეებიც და ახლა რჩება 2 მოქალაქე, რომელიც არის ნანგრევებში. ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები, ჩვენ შემოგვდის ასეულობით ზარი, ათასზე მეტი ზარი შემოვიდა.

პირველივე დღიდან დავაანონსეთ და სამინისტროსთან კოორდინაციაში ვაკეთებთ ამას, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობ, უფრო მეტი ქმედითუნარიანობა გაგვაჩნია ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაადვილოთ ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია”, – თქვა თურქეთში საქართველოს ელჩმა.

შეგახსენებთ, თურქეთში მიწისძვრის შედეგად, საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა.

ცნობისთვის, ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. ამ მონაცემებით, ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...