მთავარისიახლეებიყველა მოქალაქე, ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ დაკარგულები იყვნენ, ვიპოვეთ - თურქეთში საქართველოს...

ყველა მოქალაქე, ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ დაკარგულები იყვნენ, ვიპოვეთ – თურქეთში საქართველოს ელჩი

Published on

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა მედიასთან საუბრისას ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. ელჩი სთხოვს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რამენაირად მიაწვდინონ ხმა საელჩოსა და საკონსულოს, რომ მათი დახმარება შეძლონ.

“ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ორი მოქალაქეა გარდაცვლილი, ჩვენ მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად, რაც შეგვიძლია. ყველა დაკარგული, ვიზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ არიან დაკარგულები ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენ ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა სად არიან, როგორ არიან”, – თქვა ელჩმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...