მთავარისიახლეებისაკვები გვენანება ძალიან, როგორ მიხვდნენ?! - ალასანიას პასუხი ნადირაძეს

საკვები გვენანება ძალიან, როგორ მიხვდნენ?! – ალასანიას პასუხი ნადირაძეს

Published on

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია 3 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივა მედის” დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ სხდომაზე ნადირაძე არა მხოლოდ სააკაშვილს და მის ოჯახს, არამედ სასამართლო სისტემას დასცინოდა.

ალასანია, ასევე, გამოეხმაურა ნადირაძის განცხადებას, თითქოს, ახლობლებს მიხეილ სააკაშვილთან ისეთი საკვები მიაქვთ, რომელიც პაციენტისთვის არ შეიძლება. ალასანიას თქმით, ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან ის საკვები შეაქვთ, რისი მიღებაც მას შეუძლია.

“დაიწყო დაცინვა და არა მარტო პაციენტის, ოჯახის წევრების, საერთოდ მთლიანად სასამართლო სისტემის, ჩვენი საზოგადოების, ეს არ არის სწორი ასეთი ფორმით…არ ვიცი, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი. რას ნიშნავს თვითდაზიანება ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, ადამიანმა მოკლე დროში დაიკლო 38 კილო და ფეხზე ვეღარ დგება. სურვილით კი არა, უნებურად [ვერ ჭამს], ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ ჭამოს სხვათა შორის, თქვენ წარმოიდგინეთ აქვს სურვილი. [საკვები] გვენანება ძალიან, მე მინდა რომ მოკვდეს ჩემი შვილის სწრაფად, როგორ მიხვდნენ?! რისი მიღებაც შეუძლია, ის მიმაქვს, რაც მიმაქვს იმასაც ვერ იღებს თქვენ წარმოიდგინეთ. კატეგორიულად არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი მოწამლულია და საწამლავია მის ორგანიზმში, ესაა სწორედ დაბრკოლება, რის გამოც საკვებს ვერ იღებს”, – თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ, 3 თებერვალს გაიმართა. პროცესზე კლინიკა “ვივა მედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე დაკითხეს.

მომდევნო სხდომა ორშაბათს, 6 თებერვალს არის ჩანიშნული.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...