ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, ჯერ წარსული ცოდვები მოინანიონ და დღევანდელი შეცდომები გამოასწორონ – კობახიძე უკრაინის ხელისუფლებაზე

0
196

“ქართული ოცნების” თავმჯდოამარე, ირაკლი კობახიძემ უკრაინის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი აზრით, სანამ მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებენ, მანამდე ჯერ წარსული ცოდვები უნდა მოინანიონ და დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ.

კობახიძეს კითხვა ზელენსკისა და დანილოვის განცხადებებზე დაუსვეს.

“უკრაინის ხელისუფლება წლების მანძილზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავენ ათამდე გამოჩენილ კრიმინალს, მათ შორის არიან წამებაში და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ ისინი უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის, უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი არის ძალიან მაღალ თანამდებობაზე უკრაინის ხელისუფლებაში. და მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რაც აღიარეს ნაცმოძრაობის ლიდერებმაც. […] ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე”, -თქვა კობახიძემ.

წინა სტატიამსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათქვენ მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო – ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური