მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონსილიუმი არ მიიჩნევს საჭიროდ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ - ჩხაიძე სააკაშვილზე

კონსილიუმი არ მიიჩნევს საჭიროდ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ – ჩხაიძე სააკაშვილზე

Published on

მესამე პრეზიდენტის კორონავირუსით ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. კლინიკა “ვივა მედში” ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკის კონსილიუმი არ მიიჩნევს საჭიროდ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ.

მიხეილ სააკაშვილს ორი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი ჰქონდა, რის გამოც მას ტესტი გაუკეთეს.

“შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა, ისე როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციული და მიმდინარეობს მკურნალობა. შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი, კონსილიუმის განცხადებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა, პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც არის ინტენსიურ პალატაში.

რა თქმა უნდა, მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიცავს გარკვეულ რისკებს. ყველა მიმართულებით, ახლა პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, მდგომარეობა არის სტაბილური და არის კოვიდის მსუბუქი ფორმით გამოვლინება”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი და დედა ვეღარ შევლენ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...