გიული ალასანია ხელწერილის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილთან შევიდა

0
152

გიული ალასანია ხელწერილის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. იმის მიუხედავად, რომ მესამე პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულია, დედა სპეციალური წესების დაცვით, დღეს მაინც მოინახულა ის.

“სუსტად არის ბუნებრივია, დაემატა კიდევ ერთი უბედურება მის ისედაც საკმარის დიაგნოზებს, მისი დაკვირვებითაც მესამე დღეა კოვიდის, მაგრამ სხვა მძიმე დაავადებები აქვს მას და ინტოქსიკაცია და აქვს დაქვეითებული ჰემოგლობინი, რკინა, რაც იწვევს იმას, რომ ძალიან ხშირია გონების კარგვა.” ამბობს გიული ალასანია “ვივა მედიდან” გამოსვლის შემდეგ.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს – ამ დრომდე უცნობია ვისგან გადაედო მიხეილ სააკაშვილს ვირუსი და როგორც “ვივა მედში” განმარტავენ, კლინიკაში ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ჩხაიძე აღიარებს, რომ რისკები არის. მისივე თქმით, კოვიდინფექცია მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს.

წინა სტატიაკონსილიუმი არ მიიჩნევს საჭიროდ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ – ჩხაიძე სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაჩასართავია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური