მთავარისიახლეებიასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენ შიშს საქართველოს EU-სთან და NATO-სთან დაშორებაზე - კასიანოვი...

ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენ შიშს საქართველოს EU-სთან და NATO-სთან დაშორებაზე – კასიანოვი “ალტ ინფოზე”

Published on

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში პრორუსულ განწყობებზეც საუბრობს და მაგალითად “ალტ ინფო” მოჰყავს.

ის იხსენებს “ალტ ინფოს” ორგანიზებულ აქციებს საელჩოსთან და ამბობს, რომ მათ მიერ დარეგისტრირებულ პარტიას არაერთი წარმომადგენლობა, ასევე ტელევიზია აქვს. მისი თქმით, ამ გზებით ისინი პროპაგანდას ავრცელებენ.

“17 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან 7 დღის შემდეგ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან პრორუსული ძალის, “ალტინფოს” მიერ ანტი-უკრაინული პროვოკაციული და დემონსტრაცია მოეწყო. საელჩოსთან მოდიოდნენ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ შეურაწმყოფელ პლაკატებს კიდებდნენ. “ალტინფომ” პოლიტიკური პარტია, “საქართველოს კონსერვატიული პარტია” ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამ პარტიას უკვე აქვს 28 წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი ელექტრონული მასმედია და ტელევიზიაც კი.

ასეთი დინამიკა მხოლოდ ადასტურებს ჩვენ შიშს – საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაშორებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის გაზრდილი რისკების შესახებ”, – ამბობს კასიანოვი.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...