მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატი სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს

ადვოკატი სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდეტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ ვერ გადაადგილდება, ასევე ჰქონდა გონების კარგვის მესამე ეპიზოდი ბოლო დღეების განმავლობაში.

“დედა იყო შესული მასთან და გონების კარგვის მესამე ეპიზოდი ჰქონდა ამ ბოლო დღეებში. ტემპერატურა აქვს და სხვა სიმპტომები რაც კოვიდს ახასიათებს და პლუს კიდევ იმ დაავადებების, რაც მას გააჩნია. ასეთი ადამიანი პალატაში ჰყავდეს წარმოუდგენელია, ვფიქრობ აუცილებლად უნდა იყოს რეანიმაციაში. ახლა საერთოდ ვერ გადაადგილდება, ადრე დამხმარე საშუალებით გადაადგილდებოდა ახლა მაგათიც ვერ გადაადგილდება. მისი სიცოცხლე არის აშკარად საფრთხეშია სასწრაფოდ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომები, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინოს” – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე

რაც შეხება, ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანს, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზებიდან გამომიდინარე ეს ძალიან დიდი რისკის შემცველი ფაქტორია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს , თუმცა კლინიკა “ვივა მედის” , დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა არ იგეგმება.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...