მთავარისიახლეები"ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას" - სამი პარტია 24 თებერვალს აქციას გამართავს

“ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას” – სამი პარტია 24 თებერვალს აქციას გამართავს

Published on

სამი ოპოზიციური პარტია “დროა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “გირჩი მეტი თავისუფლება” სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად “განმათავისუფლებელ მოძრაობას” იწყებს. მათ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს და ამ მიზნით, პირველი აქცია 24 თებერვალს დააანონსეს.

თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რათა შეკრებილებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ. აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

“ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიქნებით ხალთან ხალხის ინტერესების დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე”, – თქვა აკია ბარბაქაძე.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ 24 თებერვალი იყო გამყოფი ხაზი თანამედროვე სამყაროში, თუ ვის მხარეს დგას ქვეყანა და ხალხი.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...