მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ რუს ოკუპანტთა შეტევები 10 დასახლებაში მოიგერია - გენშტაბი

უკრაინამ რუს ოკუპანტთა შეტევები 10 დასახლებაში მოიგერია – გენშტაბი

Published on

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რუსებმა 1 რაკეტა ისროლეს და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

გენშტაბის ინფორმაციითვე, რუსმა სამხედროებმა შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს ავდიივკასა და ლიმანის მიმართულებით. ასევე, გრძელდება თავდასხმების მცდელობები ბახმუტის მიმართულებით.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქისა და დონეცკის ოლქის დასახლებებში. 

ამავე დროს, ანალიზს აქვეყნებს აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW), სადაც ექსპერტები წერენ, რომ რუსეთმა 11 თვის განმავლობაში უკრაინაში, დაახლოებით იმდენივე ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც აშშ-მა ვიეტნამში, 8 წლის განმავლობაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...