მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დღეს "ემპათიას" ექსპერტებს გამოკითხავენ

სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დღეს “ემპათიას” ექსპერტებს გამოკითხავენ

Published on

დღეს საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომაზე “ემპათიას” ექიმები დაიკითხებიან. ადვოკატების ინფორმაციით, პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება.

“ცენტრი ეპმათიას ექსპერტები იქნებიან გამოკითხული, ნევროლოგი, ფსიქიატრი და თუ მოესწრება კიდევ სხვა ექსპერტები. მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ მძიმე დიაგნოზების შესახებ, რომლებიც გახლავთ სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი.

პენიტენციური სამსახურის დამოკიდებულება საკითხისადმი არის სრულიად არარელევანტური, ისინი პრაქტიკულად აწყობენ სასამართლო პროცესების საბოტაჟს და წელავენ დროს”, – თქვა ჯიშკარიანმა.

ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იმყოფებოდეს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...