მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 329-ე დღის ბოლოს - სად რა ხდებოდა უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ომის 329-ე დღის ბოლოს – სად რა ხდებოდა უკრაინაში

Published on

უკრაინაში დასასრულს უახლოვდება ომის 329-ე დღე: ოკუპანტები ახალი სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადებიან და დონბასს უტევენ. ვ. პუტინმა დღეს განაცხადა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზანი დონბასში ესკალაციის შეჩერებაა, თუმცა მოგვიანებით, უკვე მესამედ ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკრაინაში მიმდინარე ამბები მოიხსენია, როგორც “ომი”.

საბოლოოდ დაზუსტებული მონაცემებით, ბროვარში, სადაც შსს-ს კუთვნილი “სუპერ პუმა” ჩამოვარდა და საბავშვო ბაღის შენობას დაეცა, სულ 15 ადამიანია დაღუპული, აქედან ერთი ბავშვია. 25 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან 11 ბავშვი. ერთი ბავშვის ადგილსამყოფელი ბოლო დრომდე უცნობი იყო.
 
დნეპრში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, 12 ცხედარი კი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. ამ ქალაქში შაბათს, 14 იანვარს, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტა დაეცა და 40-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები იმსხვერპლა.

CNN წერს, რომ აშშ ამზადებს ახალ, დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების პროექტს უკრაინისთვის, ოღონდ მასში ტანკები არ შევა. 

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ლატვია უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემებს (Stinger), საბრძოლო ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გაუგზავნის.

დონბასში დღეს უკრაინელთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ოკუპანტების მორიგი KA-52-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი ჩამოაგდეს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....