მთავარისიახლეები"მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს" - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს

“მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს” – მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს

Published on

მიხეილ სააკაშვილი ვერც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ კლინიკა ვივა მედიდან გაგზავნილი წერილი მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში განაცხადა. როგორც წერილიდან ირკვევა, მესამე პრეზიდენტს სურდა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრება, თუმცა მას ამის უფლება კლინიკის ექიმის რეკომენდაციით არ მიეცა.

წერილს კლინიკიდან თან ერთვის მიხეილ სააკაშვილის მინაწერი მისივე ხელმოწერით – “მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს”.

მოსამართლის განმარტებით, მკურნალმა ექიმმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე პროცესი 11 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.

ადვოკატების მთავარი შუამდგომლობა დღეს მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრაა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, თითო მოწმის გამოკითხვას ერთი საათი უნდა დაეთმოს.

ამის შემდეგ მხარეები ნობელის პრემიის ლაურეატ ექიმ ჯეიმს კობს მოუსმენენ, რითაც უცხოელი ექსპერტების გამოკითხვა დასრულდება.

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში...

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას ექიმის ახლობლები...

ქუთაისის აეროპორტში საწვავის ქურდობის გამო ტექნიკოსები დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის...

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე ეკა გიგაური დაიბარა

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა....