მთავარისიახლეებიდნიპროში, რუსების საჰაერო იერიშს ქართველების ოჯახი ემსხვერპლა

დნიპროში, რუსების საჰაერო იერიშს ქართველების ოჯახი ემსხვერპლა

Published on

პუტინის ბარბაროსობის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია – ოკუპანტების საჰაერო იერიშს უკრაინაში მებრძოლი ზაქარია ნონიაშვილის ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ორი ქალი და ერთი მოზარდი დნიპროში იმ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდა, რომელიც ოკუპანტებმა სამი დღის წინ დაბომბეს.

ერთ-ერთი დაღუპული 19 წლის ლიანა ნონიაშვილია და მისი ცხედარი უკვე ამოცნობილია. ხოლო მისი დედის და ბებიის ცხედრების ამოცნობისთვის, დნმ-ს შედეგებს ელოდებიან.

ტატიანა და მისი მეუღლე, ზაქარია ნონიაშვილი ომამდე მარიუპოლში ცხოვრობდნენ, ომის დაწყების შემდეგ კი, ჩაეწერნენ უკრაინის თავდაცვის ძალებში უკრაინის დასაცავად.

გავრცელებული ინფორმაციით, ტატიანა ნონიაშვილი აზოვსტალშიც იმყოფებოდა და მოგვიანებით, სხვებთან ერთად ტყვედ ჩაბარდა, თუმცა ნოემბერში, უკრაინასა და რუსეთს შორის, ტყვეების გაცვლისას გაათავისუფლეს.

ბოლო მონაცემებით, დნიპროში რუსულ სარაკეტო იერიშს 44 ადამიანი ემსხვერპლა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...