სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ქართველი მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს. ფაშინიანმა წერილი საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა.
“ღრმა ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ.
ვუსამძიმრებ ვ.კიკაბიძის ოჯახს, მის ოჯახსა და მეგობარ ქართველ ხალხს.
კიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში და თავისებურად გამოხატავს სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას”, – წერს ფაშინიანი.
ცნობისთვის, ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.