დნეპრის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა – ომის 326-ე დღე უკრაინაში

0
187

ომის 326-ე დღის ბოლოს, შემაჯამებელი ნიუსების ნაკრები ასე გამოიყურება:

✔️ დნეპრში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე არ შეწყვეტილა: დაღუპულთა რიცხვმა უკვე 30-ს მიაღწია, დაჭრილია 73 ადამიანი. ნაშუადღევს ნანგრევებიდან ამოიყვანეს 27 წლის ქალი, რომელიც ღამით სიცოცხლის ნიშნებს იძლეოდა. ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. გახსნილია ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, სადაც დნეპრისა და არამარტო დნეპრის მცხოვრებლებს თბილი ტანსაცმელი, პლედები, ცხელი სასმელი მიაქვთ.

✔️ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა (და შესაბამისად, აამოქმედა) თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება 198 ადამიანის სანქცირებასთან დაკავშირებით, რომელთა შორის არიან რუსული კულტურის მოღვაწეები და პროპაგანდისტები, ასევე უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც მტრის მხარეს გადავიდნენ.

✔️ “უკრაინელები არასდროს დავივიწყებთ ჩვენს ნამდვილ მეგობარს, სუფთა გულითა და ხელებით”, – ასე შეხვდა უკრაინული მედია და საზოგადოება 84 წლის ქართველი მომღერლისა და მსახიობის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტს.

✔️ ხერსონი ისევ ოკუპანტთა სამიზნე გახდა: დაიბომბა კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს წითელი ჯვრის საზოგადოების ოფისს, ხოლო ერთი ჭურვი ინვალიდ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის ეზოში ჩამოვარდა.

წინა სტატიადნეპრში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა – რუსეთი კლავს
შემდეგი სტატია“დიდი პატივია, რომ ბუბა კიკაბიძე ჩვენი მეგობარი იყო” – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური