30 წუთი თვითოეული მოწმის დასაკითხად – სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოზე ახალ შუამდგომლობას დააყენებენ

0
179

გადაწყვეტილება მიღებულია – მიხეილ სააკაშვილთან მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტი შეთანხმებულია. პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ, თითო მოწმის დასაკითხად მხოლოდ 30 წუთი გამოყოს. ადვოკატების შუამდგომლობის მიზანი პროცესების დაჩქარებაა.

თუ აღნიშნულ წინადადებას სააკაშვილის საქმის მოსამართლე დათანხმდება, არ არის გამორიცხული, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება გიორგი არევაძემ სამ სხდომაში მიიღოს.

ახალი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებულია, დღეს მესამე პრეზიდენტთან ,,ვივა მედის” პალატაში ადვოკატი ვალერი გელბახიანი იმყოფებოდა.

ნაცვლად უსასრულობისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამ სხდომაში ჩავეტევით, დავასრულებთ. რეგლამენტით უნდა განისაზღვროს, რომ თვითოეული ექსპერტის დაკითხვა არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს.

თუ ორგანიზებულად ჩვენ მოვასწარით მოყვანა და ჩართვა, 5-6 მოწმეს დავკითხავთ ხვალ. აქამდე მოწმეების დაკითხვის უფლება ორივე მხარეს გვქონდა, ხვალიდან ამ უფლებას ჩვენ არ ვიტოვებთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ვალერი გელბახიანმა.

წინა სტატიადნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია
შემდეგი სტატია“უკრაინას ფრონტის ხაზს მიღმა სამიზნეების განადგურება სჭირდება” – აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური