აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთის მხრიდან დროებით ე.წ. „ცეცხლის შეწყვეტის“ რეჟიმის არ სჯერა. საუბარია პუტინის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე პერიოდზე.
ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის ნდობა არ შეიძლება.
არ მინდა ვუპასუხო იმას, რასაც პუტინი ამბობს. საინტერესოა, რომ ის მზად იყო 25 დეკემბერს და ახალ წელსაც საავამდყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები დაებომბა…პუტინი სულის მოთქმას ცდილობს, – განაცხადა აშშ-ს ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილემ ომში მონაწილე მხარეებს საშობაოდ დროებითი ზავისკენ მოუწოდა.