მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს ის წელია, როდესაც უკრაინამ შეცვალა მსოფლიო და მსოფლიომ აღმოაჩინა უკრაინა -...

ეს ის წელია, როდესაც უკრაინამ შეცვალა მსოფლიო და მსოფლიომ აღმოაჩინა უკრაინა – ზელენსკი

Published on

24 თებერვალს ჩვენ დავიწყეთ ჩვენი გამარჯვების შექმნა – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინელებს საახალწლო ვიდეომიმართვისას ქვეყნის პრეზიდენტმა და 2022 შეაჯამა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 24 თებერვალს უკრაინამ და უკრაინელებმა აირჩიეს არა გაქცევა, არამედ დარჩენა და ბრძოლა. მისივე თქმით, ამ წელს უკრაინამ შეცვალა მსოფლიო:

“311 დღე გავიდა. ჩვენ, შესაძლოა, ისევ სიბნელეში ვიყოთ, ხმაურში და ბრძოლა რთული იყოს, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ შეგვეშინდება და არასდროს შეგვრცხვება. ეს ჩვენი წელი იყო უკრაინის წელი. უკრაინელების წელი. 24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი, არამედ ლურჯ-ყვითელი დროშა. არა გაქცევა, არამედ დახვედრა, წინააღმდეგობა და ბრძოლა.

24 თებერვალს ჩვენ დავიწყეთ ჩვენი გამარჯვების შექმნა. ჩვენ დავძლიეთ პანიკა. კი არ გავიფანტეთ, არამედ შევიკარით. ჩვენ გვჯეროდა საკუთარი თავის და ჩვენი ძალების. ეს ის წელია, როდესაც უკრაინამ შეცვალა მსოფლიო და მსოფლიომ აღმოაჩინა უკრაინა. ჩვენ გვეუბნებოდნენ: კაპიტულაცია. ჩვენ ავირჩიეთ კონტრშეტევა! გვეუბნებოდნენ, რომ დათმობებზე და კომპრომისებზე წავსულიყავით. ჩვენ მივდივართ ევროკავშირსა და ნატოში. ამ ახალ წელს მინდა ყველას ვუსურვო ერთი რამ – გამარჯვება. რომ ჩვენი ქალაქები თავისუფალი იყოს, ჩვენი მეგობრები – ერთგული.
დამოუკიდებელი უკრაინა, როგორც ეს იყო 1991 წლიდან. როგორც ეს ყოველთვის იქნება. დაე, ახალმა წელმა მოიტანოს ეს ყველაფერი. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ამისთვის. დიდება უკრაინას!” ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი საახალწლო ვიდეომიმართვაში.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...