მოსკოვში მოსალოდნელ ტემპერატურის ვარდნას სინოპტიკოსები 21-ე საუკუნის ყველაზე ცივ ხუთდღიან ციკლს უწოდებენ. მათი პროგნოზით, ტემპერატურის ვარდნა 4 იანვარს დაიწყება და 9-10 იანვრამდე გასტანს.
4 იანვარს მოსკოვში ტემპერატურა მინუს 2-4 გრადუსი იქნება, ხოლო უკვე 6 იანვარს ვარაუდობენ, რომ თერმომეტრებზე დღისით -18, ღამით კი -20 გრადუსი ყინვა იქნება.
კვირის ბოლოსკენ კი საერთოდაც რეკორდული მინუს 28-29 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი. სინოპტიკოსთა თქმით, 21-ე სუკუნეში ცენტრალურ რუსეთში ასეთი ცივი ამინდები ჯერ არ დაფიქსირებულა.