“გილოცავთ ახალ წელს. დაე, ჩვენი გამარჯვების წელი ყოფილიყოს” – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა და საახალწლო ნაძვის ხესთან ოლენა ზელენსკასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
“რა ვისურვოთ დღეს:
სასწაული? დიდი ხანია, უკრაინელები თავად ვახდენთ სასწაულს.
ნამდვილი მეგობრები? ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, ვინ არიან ისინი.
წრფელი სიყვარული? ამ წელს ჩვენ ის ვიგრძენით ისე, როგორც არასდროს.
რწმენა და იმედი? დიდი ხანია, ორივე გაერთიანებულია ZSU-ში (უკრაინის შეიარაღებული ძალები,-რედ.).
ოჯახური სიმყუდროვე? ის იქაა, სადაც ჩვენ და ჩვენი ახლობლები ვართ.
სინათლე? ის თითოეულ ჩვენგანშია, მაშინაც კი, როცა ელექტროენერგია არ არის.
თავგადასავლები და მოგზაურობა? უკრაინელებმა ისინი საკმარისზე მეტი მიიღეს.
ასე რომ, დღეს მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს და ეს სურვილი სასწაულით ი არა, ჩვენი შრომით აგვიხდება: ბრძოლით, ურთიერთდახმარებით, ადამიანურობით.
გილოცავთ ახალ, – ჩვენი გამარჯვების წელს!”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.